18 ნოემბერი 2024,   01:50
ვრცლად
ჩამოერთვათ მოძალადე სპორტსმენებს აქამდე მიღებული ჯილდოები, არ გვჭირდება ბატონო თქვენი წოდებები, თუ შვილებს დაგვიხოცავთ - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.

მან  სპორტის საერთაშორისო ფედერაციას მიმართა, რომ შეუჩერონ სპორტსმენებს ხმის მიცემია უფლება, სანამ არ მოხდება დეკრიმინალიზაცია.

ამავდროულად, პარტიაში აპირებენ მოძალადეების სიის შედგენას და ამბობენ, რომ მათი ადგილი არ შეიძლება იყოს საზოგადოებაში.

"ჩვენ იმ სპორტსმენების სიის შედგენას დავიწყებთ, ვინც თავი ძალადობით, პოლიტიკაში ჩარევით, საარჩევნო პროცესებში ჩარევითა და პოლიტიკოსების დათრგუნვით გამოიჩინა. მათი ადგილი არ უნდა იყოს საზოგადოებაში,  მათ უნდა აეკრძალოთ შეჯიბრებებში მონაწილეობა და ასევე, ჩამოერთვათ აქამდე მიღებული ჩემპიონთა ჯილდოები და წოდებები. არ გვჭირდება ბატონო თქვენი წოდებები თუ შვილებს დაგვიხოცავთ,"- განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა. 

დღის ამბები