ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებმა/რეზიდენტებმა საქართველოში ჩამოსვლისას, წინასწარ სავალდებულო რეგისტრაციის ფორმა უნდა შეავსონ განცხადებით, https://registration.gov.ge/%E2%80%A6/8_protocol_for_arriva%E2%80%A6/tk6157.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობა აქვეყნებს.
"იმ ქვეყნებიდან, ვინც საქართველოს უპირობოდ გაუხსნა საზღვარი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო საზღვრებს ასევე უპირობოდ გახსნის შემდეგ 5 ქვეყანასთან: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი.
აღნიშნული 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა. საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური ელექტრონული ანკეტა.
მათივე თანხმობის შემთხვევაში, ანდა საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი.
რაც შეეხება ევროკავშირის წევრ დანარჩენ სახელმწიფოებს - ქვეყნებთან მიმართებით, რომლებმაც საქართველოსთვის არ გახსნეს საზღვარი, ჩვენი მხრიდანაც ნარჩუნდება დღეს არსებული რეჟიმი. ხოლო იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ.
გრძელდება შემდგომი მუშაობა/მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყანასთან.
საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტით ჩამოსვლის მსურველებმა ასევე წინასწარ უნდა შეავსონ სავალდებულო რეგისტრაციის ფორმა - https://registration.gov.ge/%E2%80%A6/7_protocol_for_arriva%E2%80%A6/kcjcpx.
ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, 14 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ COVID-19-ზე PCR ტესტი ან გაიარონ სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით.
ეს არ ეხებათ ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს, რომლებთანაც საქართველო საზღვრებს უპირობოდ ხსნის," - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.