18 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
ბევრი ვისაუბრეთ შიდა ტურიზმის სტიმულირების შესახებ - მარიამ ქვრივიშვილი

პანდემიით გამოწვეული პრობლემები და მათი დარეგულირების საკითხები განიხილეს ეკონომიკის მინისტრმა და ტურისტული სფეროს წარმომადგენლებმა.

მინისტრმა ტურისტული ასოციაციების წევრებსა და ტუროპერატორებს ის წესები და რეგულაციები შეახსენა, რომელიც გავრცელდება იმ ხუთი ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორებზე, ვისთანაც საქართველომ საზღვრები უპირობოდ გახსნა.

ყურადღება გაამახვილა შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასა და მთავრობის მიერ ამ მიმართულებით დაგეგმილ საინფორმაციო და მარკეტინგულ კამპანიაზე.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო და ინფორმაციული სახე ჰქონდა.

"დიალოგზე იყო დაფუძნებული საკმაოდ ნაყოფიერი და პროდუქტიული გამოდგა. ძალიან ბევრ კითხვას გაეცა პასუხი, მათ შორის როგორ მოხდება უცხო ქვეყნის მოგზაურების საქართველოში შემოსვლა, როგორ მუშაობს პროტოკოლები, ასევე როგორ მოქმედებს კერძო სექტორი, მას შემდეგ რაც ევროკავშირის 5 ქვეყნის: გერმანიის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს საქართველოში უპირობოდ მოგზაურობის უფლება მიეცათ. შეხვედრაზე საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ შიდა ტურიზმის სტიმულირების შესახებ. მოხარულები ვართ, რომ სასტუმროების, მცირე ბიზნესის მხრიდან გვაქვს პოზიტიური უკუკავშირი, ეს განსაკუთრებით ეხება რეგიონებს, რადგან კერძო სექტორის წარმომადგენლები უკვე ხედავენ შიდა ტურიზმის ნაკადების გაზრდის ღირებულებას მათი ბიზნესის კუთხით.,"- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

დღის ამბები