18 ნოემბერი 2024,   02:02
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მორგან ორტაგუსი რუსეთის მიერ მართული ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის დაჭრას და მის დაკავებას გმობს. 

სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს და რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა 33 წლის ზაზა გახელაძე რამდენიმე დღის წინ კასპის რაიონის ტერიტორიიდან, ტყეში ყოფნის დროს დაჭრეს და გაიტაცეს.

დღის ამბები