ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ანგარიშში შესული რამდენიმე შესწორება მიიღო.
ანგარიშში სუბარი იყო სასამართლოს დამოუკიდებლობის, 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაციასა და სხვა საკითხებზე.
დოკუმენტის ავტორი ესტონელი ევროპარლამენტარი სვენ მიქსერია. კენჭისყრის შედეგად მიღებული ცვლილებები, სავარაუდოდ, დღეს გასაჯაროვდება.