"ლეიბორისტულმა პარტიამ" ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, 2020 წლის არჩევნებში პარტიის მონაწილე სუბიექტად დასარეგისტრირებლად დოკუმენტაცია შეიტანა.
საბუთები საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ მიიტანა.
"გპირდებით უკომპრომისო ბრძოლას იმისათვის, რომ არსებული პრორუსული რეჟიმი შეიცვალოს და მოვიდეს კოალიციური მთავრობა, სადაც მნიშვნელოვანი ბერკეტი "ლეიბორისტულ პარტიასაც" ექნება. ჩვენ ვართ ოლიგარქიასთან წინააღმდეგ ბრძოლაში მთავარი ძალა და ჩვენ ხალხთან ერთად აუცილებლად დავაბრუნებთ ქვეყანას წინსვლის გზაზე,"- აცხადებს საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ ქუმსიშვილი.