18 ნოემბერი 2024,   02:03
ვრცლად
ელექტრონულ კომუნიკაციების კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ განხილვაზე ბიუროს სხდომაზე კამათი იყო

ელექტრონულ კომუნიკაციების კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ განხილვაზე, ბიუროს სხდომაზე კამათი იყო.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ მმართველ გუნდის მისამართით განაცხადა, რომ ისინი კანონებს არ ასრულებენ, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ უპასუხა, რომ როგორ საუბრობს "ნაციონალური მოძრაობა" იმაზე, რომ თითქოს მმართველი გუნდი კანონებს არ ასრულებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ რომან გოცირიძეს ფულის შეგროვებისა და იმ ჯარიმების გადახდისაკენ მოუწოდა, რომელიც მისი თქმით სახელმწიუფოს გადასახდელია. 

სხდომაზე "ევროპული საქართველოს წევრმა სერგი კაპანაძემ კი აღნიშნა, რომ თეა წულუკიანის მიერ დარღვეული კანონების საფასურს დღემდე მოქალაქეები იხდიან.

თავის მხრივ აღნიშნულს არჩილ თალაკვაძემ უპასუხა და განაცხადა, რომ ოპოზიციაზე ბოიკოტმა და სხდომების გაცდენამ ცუდი გავლენა მოახდინა. თალაკვაძემ ოპონენტებს მოუწოდა, რომ სხდომებს დაესწრონ და ნუ გააცდენენ. 

დღის ამბები