18 ნოემბერი 2024,   01:52
ვრცლად
ძალიან მინდა ჩემი ადგილიდან ჩამოვიდე და როგორც თანასწორ დეპუტატს ისე გიპასუხოთ - არჩილ თალაკვაძე ხათუნა გოგორიშვილს

პარლამენტში ცვლილებების განხილვისას, რომლის თანახმადაც, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების ვადა უხანგრძლივდება, ოპოზიციის წევრების მხრიდან კრიტიკული განცხადებები გაკეთდა.

ოპონენტები მმართველ გუნდს პარლამენტის უფლებამოსილების შემცირებაში ადანაშაულებს და შიშობენ, რომ ხელისუფლება გაზრდილ ძალაუფლებას საარჩევნოდ სწორედ ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენეს.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” მდივანმა, ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და განაცხადა, რომ არჩილ თალაკვაძისთვის პარლამენტის პრესტიჟზე მაღლა სავარძელი დგას.

"სექტემბერში, ჩემზე უარესად შეწუხდებიან  თქვენი უმრავლესობის წევრები იმ წესებით და ახალი რეგულაციებით, რომელიც შესაძლებელია, რომ დაგჭირდეთ. რა თქმა უნდა, თქვენ ბატონო არჩილ გაწუხებთ პარლამენტის პრესტიჟი, მაგრამ პარლამენტის პრესტიჟზე უფრო მაღლა დგას სავარძელი,“ - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ხათუნა გოგორიშვილს უპასუხა.  

"ძალიან მინდა ჩემი ადგილიდან ჩამოვიდე ახლა და როგორც თანასწორ დეპუტატს ისე გიპასუხოთ, უბრალოდ ჩემს პოზიციას პატივს ვცემ და თავს უფლებას არ მივცემ, რომ პასუხი გაგცეთ იმაზე, რაზეც თქვენმა მეხსიერებამ შეგახსენათ. ზუსტად ორ წუთში შემიძლია, რომ იმისგან გასხვავებული პასუხები თქვათ ვიდრე, რასაც ახლა ამბობდით,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კანონში ვადა ივლისამდე იყო გაწერილი, თუმცა 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება. დეპუტატები პაკეტს სავარაუდოდ დღესვე დაამტკიცებენ. 

დღის ამბები