"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის თქმით, პარტიაში მიმდინარეობს მუშაობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარსდგება პარტია 2020 წლის არჩევნებზე:
"როგორც ყველა პოლიტიკური პარტია მმართველი პარტიაც ემზადება ამისთვის. მიმდინარეობს მუშაობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქნება ფორმირება მაჟორიტარი კანდიდატების, როგორი იქნება საარჩევნო სია და ამას უახლოეს მომავალში საზოგადოება გაიგებს,"- განაცხადა კახა კალაძემ.