ოკუპანტების მიერ დაჭრილი და დაკავებული ზაზა მონახულების საშუალება არც "წითელ ჯვარს" მიეცა. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი2-მა" საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობისგან მიიღო.
"წითელი ჯვარი" ზაზა გახელაძის მონახულებას ცდილობდა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს მიმართეს, მათ შორის, ოფიციალური წერილითაც, თუმცა მისი ნახვის საშუალება არ მიეცათ.
უარის სავარაუდო მიზეზად, COVID-19-ის პანდემია სახელდება.