18 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
ერთ-ერთი ავადმყოფი უდიდეს მადლობას უხდიდა თავის ექიმს, ბრმა ნაწლავის "უნიკალური" ოპერაციის გამო - ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობაზე

ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა, რომელიც გასულ წელს ოკუპანტების ტყვეობაში თვეზე მეტ ხანს იმყოფებოდა, "ღამის კურიერის" ეთერში ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობაზე ისაუბრა.

აღნიშნული თემა განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან დაკავებისას ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და ის ამჟამად ცხინვალის საავადმყოფოში იმყოფება,

"საბედნიეროდ, მსუბუქი ჭრილობა აქვს, ნაცნობების საშუალებით გავარკვიე. სერიოზული არაა ჭრილობა, თუმცა სამედიცინო დონეზე რაც შემიძლია გითხრათ, მე რაც მომეცა საშუალება გაზეთში წავიკითხე, რომ ერთ-ერთი ავადმყოფი უდიდეს მადლობას უხდიდა თავის ექიმს, რომელმაც ჩაუტარა "უნიკალური" ოპერაცია ბრმა ნაწლავის ანთების გამო. სამწუხაროდ, ერთი ქალბატონია, სიმსივნის მე-4 ხარისხია, მკურნალობდა თბილისში, მერე ქიმიოთერაპია სჭირდებოდა, აღარ გამოუშვეს და 4 ოპერაცია დაჭირდა, ყველა მომდევნო ოპერაცია იყო წინა ოპერაციის შეცდომების გამოსწორება და ის ავადმყოფი სამწუხაროდ იქაა," - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

დღის ამბები