18 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
ქვეყნის ღირსების საკითხია ზარდიაანთკარში სახლების აღდგენა, 12 წელია ამაზე მიდის ლაპარაკი და ვერ დაადგა საშველი - გოგა აფციაური

"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტმა გოგა აფციაურმა "ღამის კურიერის" ეთერში საოკუპაციო ხაზისპირა სოფელ ზარდიაანთკარში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სოფელში ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი ომის დროს დაზიანებული სახლები. ჟურნალისტის თქმით, ამ სახლების აღდგენა სახელმწიფოს ღირსების საქმეა:

"ზარდიანთკარში 36 სახლია განადგურებული 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ყოველწლიურად ხელისუფლება ჰპირდება, რომ ამ სახლებს აღვადგენთო. ჩემი მეგობარი მიგზავნის ამ სახლების ფოტოებს.  ღირსების საკითხია ეკონომიკური სიძლიერე ადგილზე.

რაც წლები გადის, მეტი ცხინვალელი აპირებს და გადმოდის თბილისისკენ, იმიტომ, რომ შესთავაზეს ჯანდაცვის საუკეთესო სერვისი, ვაჭრობის პერსპექტივა გაჩნდა, ნათესაური ურთიერთობების აღდგენის შანსი გაჩნდა, ეპარებიან ხშირად რუსებს და მოდიან თბილისისკენ და თუ ჩვენ იქვე ადგილებზე შევქმნით ეკონომიკურ ოაზისებს, ეს მეტად მისცემს ადამიანებს ურთიერთობის დამყარების საშუალებას, ამ დროს როცა ხედავენ ღობის იქიდან ზარდიაანთკარში დამწვარ სახლებს, არავის უჩნდება სურვილი წამოვიდნენ, ქვეყნის ღირსების საკითხია ამ სახლების აღდგენა, 12 წელია ამაზე მიდის ლაპარაკი და ვერ დაადგა საშველი," - განაცხადა გოგა აფციაურმა.

დღის ამბები