18 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
პატარა მონაკვეთი ამიღეს და მთელი დღეა ატრიალებენ - გია ვოლსკი "ღამის კურიერში" ოკუპაციასთან დაკავშირებით საკუთარ განცხადებაზე დასმულმა კითხვამ გააღიზიანა

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი "ღამის კურიერში" სტუმრობისას  ჟურნალისტის შეკითხვამ, რომელიც  ვოლსკის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა, გააღიზიანა.

"ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან, ეგ არის ოკუპაცია. აბა, შენ რა გგონია ოკუპაცია,  კარგია, თუ რა?!" - ეს განცხადება, რომელიც ზაზა გახელაძის ოკუპანტების მიერ დაკავებას და დაჭრას ეხებოდა, გია ვოლსკიმ  ჟურნალისტებთან გააკეთა.

გია ვოლსკის თქმით, ამ თემაზე  სახალხო დამცველმაც ძალიან უზნეო და ანგაჟირებული განცხადება გააკეთა და მის ნათქვამს მთელი დღეა ატრიალებენ. 

"აღარ მინდა კამათის ფორმატში გადავიტანო მე და თქვენი ურთიერთობა, იმიტომ რომ ერთხელ ვიკამათეთ სერიოზულად. სახალხო დამცველმაც პოლიტიკურად სრულიად უზნეო და ანგაჟირებული განცხადება გააკეთა. ჟურნალისტებთან მქონდა საუბარი, საკმაოდ ვრცლად ვილაპარაკე, თუ როგორ მიატოვა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა  ჯარისკაცები, მათი ცხედრები ბრძოლის ველზე და კონკრეტულად მოსახლეობა... ამასთან დაკავშირებით, ვთქვი, რომ დატოვეს ესეთი ვითარება...   ფეხში დაჭრიან, ზოგს გაიტაცებენ... ისე წარმოაჩინეს და თქვენც ცდილობთ, რომ მხარი აუბათ. "ფორმულამ" ამოიღო პატარა მონაკვეთი და მთელი დღეა ატრიალებენ სახალხო დამცველიდან დაწყებული თქვენით დამთავრებული. ამხელა ისტორია მოვყევი რა მოხდა და როგორ მივედით ამ მდგომარეობამდე და ამ მდგომარეობაში რომ მიხვალ, არ არის საკმარისი ზოგადი ფრაზები და განცხადებები. რა უნდა ქნა და რასაც დღეს, სამწუხაროდ, ბევრი რესურსი არ გააჩნია, მაგრამ სახელმწიფო აკეთებს. რუსეთი ეკონომიკურ ფასს იხდის. ვერ ხედავთ რა მდგომარეობაშია რუსეთი და მათ შორის, საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის მიმართ რამდენი პრეტენზია არსებობს. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დაპირისპირება ძალიან სერიოზული დაპირისპირებაა, მაგრამ ერთ-ერთი სეგმენტია მსოფლიო დაპირისპირებისა. ასე რომ, ჩვენ არ ვართ მარტო ამ ბრძოლაში და ეს ბრძოლაც ჩვენი ხათრით არ მიმდინარეობს," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 

დღის ამბები