ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ანგარიშის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
ევროპარლამენტარები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებას მიესალმებიან და აცხადებენ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს დემოკრატიული კურსის დასადასტურებლად. ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ მედიის დამოუკიდებლობის აუცილებლობას და აღნიშნავენ, რომ საქართველოში მედია გარემო დინამიკური და პლურალისტური, თუმცა პოლარიზებულია.
საგარეო საქმეთა კომიტეტის ინფორმაციით, ანგარიშში საუბარია პოლიტიკური ჩარევებისგან თავისუფალი სასამართლოს მნიშვნელობასა და რუსულ ოკუპაციაზე. კენჭისყრის შედეგად მიღებული ანგარიში სრულად ევროპარლამენტის ვებგვერდზე ახლო მომავალში გამოქვეყნდება