18 ნოემბერი 2024,   01:56
ვრცლად
არც ერთი არ არის პოლიტპატიმარი, ვისაც ვიწყალებ არიან ძალიან სასტიკი დამნაშავეები - სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას საქმეზე

საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს ესწრება, გიორგი რურუასა საქმის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ გიორგი რურუაც და სხვა პატიმრებიც, რომლებიც მან აქამდე შეიწყალა, პოლიტპატიმრები არ არიან. 

"რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გავიმეორებ, რომ ესენი არც ერთი არ არიან პოლიტპატიმრები. არიან დამნაშავეები. და არიან ძალიან სასტიკი დამნაშავეები. ვისაც ვიწყალებ, ყველანი არიან დამნაშავეები..." - აცხადებს პრეზიდენტი. 

დღის ამბები