პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელი სხდომა ოპოზიციის კრიტიკით დაიწყო.
არჩილ თალაკვაძემ ოპონენტებს იმის გამო უსაყვედურა, რომ საპარალამენტო ცხოვრებაში სრულყოფილ მონაწილეობას არ იღებენ.
"ბიუროს სხდომაზე ვერ ვხედავ იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსის პიკის დროს გვსაყვედურობდნენ პარლამენტი რატომ არ მუშაობსო და ახლა გვსაყვედურობენ პარლამენტი ამდენ კანონპროექტზე რატომ მუშაობსო, არაუშავს.
ბატონო გიგი როგორ ხდება ისე, რომ ყოველ ბიუროზე წერილები შემოგაქვთ, სხდომას არ ესწრებით თითქოს, მაგრამ ესწრებით. ეს ავტომატურად შემოაქვთ თქვენი ფრაქციის აპარატს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ბიუროს სხდომას ევროპული საქართველოს წევრი გიგი წერეთელი ესწრებოდა, რომელმაც შეახსენა პარალემნტის თავმჯდომარეს, რომ თემატური ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან.
"მე ვფიქრობ, რომ თქვენი კითხვა ეხება რეგლამენტს. ჩვენ ადრეც განვაცხადეთ, ის საკითხები, რომლებიც არის მნიშვნელოვანი, ეხება კოვიდს ასეთ საკითხებზე ჩვენ დავესწრებით," - უპასუხა გიგი წერეთელმა არჩილ თალაკვაძეს.