პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანი გიორგი კანდელაკი ავია მიმოსვლის აღდგენას ეხმაურება. როგორც კანდელაკი აცხადებს, სავალდებულო ორკვირიანი კარანტინის გავლა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის არაკონსტიტუციური და დისკრიმინაციულია.
"გადაწყდა ამ დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციური კარანტინის შემოღება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელიც სავალდებულოა იმ შემთხვევაშიც კი, ჩვენი მოქალაქე იმყოფებოდა გამწვანებულ ქვეყნებში. თუკი ჩვენ ასეთი შეზღუდული მოდელით გვექნება ფრენები, ქვეყანა სინამდვილეში დე ფაქტო, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქეებისთვის დარჩება დახურული და ჩვენ მივიღებთ ძალიან ცოტა და ძალიან ძვირ ფრენებს," - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.