სამუშაო ადგილებში გასულ წელთან შედარებით 24 % -ით შემცირებულია უბედური შემთხვევების რაოდენობა და განხორციელებულია 3000-მდე ინსპექტირება, ეს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის საქმიანობის სტატისტიკაში ასახული შედეგია.
შრომის ინსპექტირება საქართველოში 5 წლისაა. საიუბილეო თარიღზე უწყებამ საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა.
ეკატერინე ტიკარაძემ შრომის უსაფრთხოების კულტურის დანერგვაში სამინისტროს როლი გამოყო. ანგარიშის პრეზენტაციას დამსაქმებლები, საერთაშორისო და პროფესიული კავშირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.