18 ნოემბერი 2024,   01:41
ვრცლად
დარწმუნებული ვარ პარლამენტი დოკუმენტს მხარს დაუჭერს - დავით ნარმანია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში ცვლილებებზე

"ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანას, რომელსაც ოპოზიცია არ ეთანხმება და წინასაარჩევნოდ მეტი ბერკეტის მოპოვების მცდელობად აფასებს  სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია გამოეხმაურა. 

ნარმანიას თქმით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ერთ-ერთი ამოცანა მომხმარებელთა ინტერესების დაცვაა.

გარდა ამისა, ნარმანია აცხადებს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები გათვალისწინებულია.

"გუშინ ჩვენ შევთანხმდით იმაზე, სხვა დათქმები რაც ორ ადგილას იყო კანონპროექტში იქნებოდა ამოღებული და ის რასაკვირველია ამოვიღეთ. ასევე ჩვენი შეთავაზება იყო ის, რომ კანონპროექტი არ შეეხოს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრ სახელმწიფოებს, მათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებაც არის გათვალისწინებული და ასახული.

ვინაიდან ყველა საქმიანი შენიშვნა და მოსაზრება არის გათვალისწინებული და დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს," - განაცხადა ნარმანიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია შესაძლოა უფლებამოსილი გახდეს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომუშავე კომპანიებს 5 პროცენტზე უფრო მეტი წილის/აქციების გასხვისება აუკრძალოს.

დღის ამბები