18 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
3500 ლარიანი ჯარიმის გაუქმების მოთხოვნით ლაშა ჩხარტიშვილმა სააპელაციო სასამართლოში საჩივარი შეიტანა

"ლეიბორისტული პარტიის" წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი იმ ჯარიმის გაუქმებას მოითხოვს, რომელიც მას 25 მაისს "ალუბლების ბაღში" გამოუწერეს. "ლეიბორისტული პარტიის" წევრი, ადგილზე მიმდინარე მშენებლობის პროცესს აპროტესტებდა, რა დროსაც 3500 ლარით დაჯარიმდა. ჩხარტიშვილმა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეიტანა.

"გვინდა დღეს, საჩივართან ერთად მანუჩარ ცუცუას სიმბოლურად ნაჯახი გავუგზავნოთ, როგორც კორუფციული ჩეხვის ხელშემწყობს თბილისში, ასევე გვინდა მას სისხლის სამართლის კოდექსიც გადავაწოდოთ, სადაც მოცემულია კონკრეტული მუხლები, რომელიც წესით მოსამართლემ უნდა იცოდეს," - აცხადებს საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი. 

დღის ამბები