"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ, "დღის კურიერის" ეთერში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თუკი ბიძინა ივანიშვილს მოუნდება იყოს საარჩევნო სიის პირველი ნომერი, ეს ასეც იქნება.
ხოლო რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ არ გამოჩენილა ბიძინა ივანიშვილი მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო და რის გამოც ის საზოგადოებისა და ოპონენტების კრიტიკის ობიექტი გახდა - ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილი აქტიურად იყო პროცესებში ჩართული.
"ბიძინა ივანიშვილი აქტიურად იყო პანდემიის პერიოდში ყველა საკითხში ჩართული და ასევე, მე შეახსენებთ, რომ მან საკუთარი სახსრები გაიღო COVID-ის ფონდის სასარგებლოდ. ვიდრე ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები სპეკულაციებს აწარმოებენ, სჯობდა მათ საკუთარი წვლილიც შეეტანათ ამ საქმეში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.