18 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე მოსკოვში 142 პირი დააკავეს, მათ შორის ჟურნალისტები

საპროტესტო გამოსვლები რუსეთში. საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე მოსკოვში 142 პირი დააკავეს, მათ შორის არიან ჟურნალისტები და პოლიტიკოსები.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოქალაქეების დაკავება მაშინ დაიწყეს, როდესაც აქციის მონაწილეები საკონსტიტუციო ცვლილებების გაუქმების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას ცდილობდნენ.

საკონსტიტუციო ცვლილებებით, პუტინი პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნას 2036 წლამდე შეძლებს.

დღის ამბები