18 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
ოკუპანტების რიტორიკა მნიშვნელოვნად შეცვლილია და მაღალ პოლიტიკურ ენაზეა აყვანილი - გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, ოფიციალური მოსკოვის საქართველოს მისამართით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ოკუპანტების რიტორიკა მნიშვნელოვნად შეცვლილია და პოლიტიკურ ენაზეა აყვანილი.

"მნიშვნელოვნად შეცვლილია რიტორიკა და მაღალ პოლიტიკურ ენაზეა აყვანილი. აქედან გამომდინარე, შემაშფოთებელია, როდესაც ოკუპანტი, საერთაშორისო კანონების რეგლამენტის დამრღვევი და უკანონო საოკუპაციო ხაზების დამდგენი მხარე, ამ დონის პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რასაც ადრე საყოფაცხოვრებო ფორმატში განიხილავდა. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება მართებს, როგორც საქართველოს, ასევე მის პარტნიორ ქვეყნებს," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. 

 

 

დღის ამბები