18 ნოემბერი 2024,   02:02
ვრცლად
"ალიყურს მიიღებ!".. "მძინარე შემოგიყვანეს" "ქართულ ოცნებაში" - სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე

პარლამენტში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებები განიხილეს. დოკუმენტი საკანონდებლო ორგანომ გუშინ პირველი მოსმენით დაამტკიცა. საკითხი მეორე მოსმენაზე დღესვე გავა.

ცვლილებებს ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები მხარს არ უჭერენ. ხელისუფლების ოპონენტები საუბრობენ რისკებზე, რომ დამატებით ძალაუფლებას სახელმწიფო საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს.

მმართველი გუნდი კი ცვლილებებს ეკონომიკური სტაბილურობით ხსნის.

კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ერთმანეთს "ქართული ოცნების" დეპუტატი რომან კაკულია და ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება კანონპროექტთან დაკავშირებით ლევან კობერიძეს შეფასებებს მოჰყვა.

"სასამართლოთი რატომ არ გინდათ ისევ დანიშნული იყოს დროებითი მმართველი?! რატომ არ გინდათ, რომ სასამართლო იყოს მთავარი არბიტრი. კომისია უნდა იყოს მთავარი არბიტრიც, შემსრულებელიც და მერე ამ კომპანიებისთვის თავის გამძრობიც?!" - აღნიშნა ლევან კობერიძემ.

"დარწმუნებული ხარ, რომ სიღრმისეულად, რასთან გვაქვს საქმე ნამდვილად იცი?! როგორც ჩანს, მძინარე მდგომარეობაში შემოგიყვანეს "ქართულ ოცნებაში". შენი ბულინგის არავის არ ეშინია, შენ შეაშინე ვისაც შეშინებია. დაწყნარდი თუ ძმა ხარ. მორჩი ბოდიალს და დემაგოგიას," - მიმართა კაკულიამ კობერიძეს.

თავის მხრივ, ღირსების შენარჩუნებისკენ მოუწოდა კობერიძემ კაკულიას.

"მე კიდევ შენზე მგონია, რომ კიდევ ბევრ რამეში არ ხარ დარწმუნებული და სხვის დაკრულზე ცეკვავ. ძალიან პირადულ შეურაცხყოფაზე გადადიხარ და მაგისთვის ალიყურს მიიღებ. დაყენებული სახით ლაპარაკობ. შენ ხარ უზრდელი და მაგისთვის მიიღებ," - უპასუხა ლევან კობერიძემ რომან კაკულიას.

გარდა ამისა, სხდომაზე კომპანიების წარმომადგენლებმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს კახა ბექაურს ჰკითხეს განემარტა დროებითი მმართველის ფუნქციები, საქმიანობის უფლებამოსილება და ვადები.

"ვთქვათ "მაგთიმ" გადაწყვიტა თემურ ლენგს მიყიდოს კომპანია და თქვენი ნებართვა ვერ მივიღეთ, მაგრამ მაინც მივეცით კომპანია ვიღაცას. აქ რა თქმა უნდა გვესმის, რომ ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს მოქმედება და თქვენ უნდა გქონდეთ საშუალება რომ სწრაფი რეაგირება მოახდინოთ.

წერია ჯარიმები, მაგრამ არ არის დაზუსტებული რა დროში იქნება გაწერილი.," - მიმართა ტელეკომპანია "იმედის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი რუხაძემ ბექაურს.
 

"როცა ჯარიმები ედება კომპანიას ამ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მოქმედი კანონმდებლობა დარჩა ძალაში. ანუ არაფერი არ შეგვიცვლია როგორც იყო ისე იქნება ის გონივრული ვადები და თუ დროებითი მექანიზმის ჩართვა გახდა აუცილებელი, ესეც მოქმედი კანონმდებლობით ჩაერთვება, როგორც და ნებართვების კანონშია," - აღნიშნა ბექაურმა.

 

დღის ამბები