პოლიტიკური პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერები სომხეთ-აზერბაიჯანის შორის დაპირისპირებაში საქართველოს დიპლომატიურ მნიშვნელობაზე საუბრობენ.
პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები საგარეო უწყებას მოუწოდებენ, დაპირისპირებულ მხარეებს შორის საქართველომ მედიატორის როლი შეასრულოს.
"გვინდა მოვუწოდოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ აღადგინოს საქართველოს კუთვნილი ადგილი რეგიონის დიპლომატიაში და აწარმოოს პრო-აქტიური საგარეო პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება, ჩვენს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფაზე,"- განაცხადა "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გრიგოლ გეგელიამ.