18 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
"შერატონში" თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის "მდგრადი მობილობა თბილისისთვის" პრეზენტაცია გაიმართა

"შერატონში" თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის "მდგრადი მობილობა თბილისისთვის" პრეზენტაცია გაიმართა. პოლიტიკის შემუშავებაში უცხოელი ექსპერტებიც არიან ჩართული. მდგრადი ურბანული მობილობის გეგმა მიზნად ისახავს ხალხისა და ბიზნესის საჭიროებების უზრუნველყოფას. ეს არის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც თბილისში ტრანსპორტთან დაკავშირებული უკვე არსებული და მოსალოდნელი პრობლემების გადასაჭრელად იქმნება. მასზე მუშაობა წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც თბილისი იქნება სამხრეთ კავკასიაში პირველი ქალაქი, რომელსაც მობილობის გეგმა ექნება.

დოკუმენტი აერთიანებს სატრანსპორტო პოლიტიკასა და პროექტებს გრძელვადიან პერსპექტივაში. მობილობის გეგმა გაითვალისწინებს იმ პროექტებს რომლებიც წაახალისებს გადაადგილების ალტერნატიულ საშუალებებს და განსაზღვრავს საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებებს.

დღის ამბები