18 ნოემბერი 2024,   02:02
ვრცლად
აუცილებელია მსოფლიოს გავაცნოთ ის დადებითი გამოცდილება, რაც პანდემიის პერიოდში დავაგროვეთ - ვიქტორ ყიფიანი

რა გამოცდილება დააგროვა საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლის დროს - ამ საკითხზე სამუშაო შეხვედრა დღეს პრეზიდენტმა გახსნა.

ქვეყნის პირველმა პირმა დიპლომატებს მიაწოდა ინფორმაცია, რა ნაბიჯებს დგამდა ხელისუფლება პანდემიის დროს მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრიც ესწრებოდა.

"ჩვენი დღევანდელი შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან შეეხება იმ საერთაშორისო კონტაქტებს, რაც ქვეყანას ჰქონდა პანდემიის პირველი ტალღის პროცესში. აუცილებელია ჩვენ მსოფლიოს გავაცნოთ ის დადებითი გამოცდილება, რაც ამ ხნის განმავლობაში დავაგროვეთ. ჩვენ შეგვიძლია ამით სამართლიანად მოვიწონოთ თავი," - აცხადებს ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი.

დღის ამბები