18 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
დავიღალე თქვენი, რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით, თუ არ გესმით ქართული თქვენი პრობლემაა - სალომე ზურაბიშვილი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება  განმარტა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მას არ უთქვამს ის ფრაზა, რის გამოც გააკრიტიკეს.

პრეზიდენტის თქმით, მის განცხადებას საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ისევ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა.

"დავიღალე თქვენი, რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით, ჩემ მიმართ. თუ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა. თუ ვერ კითხულობთ წინადადებას ბოლომდე, თქვენი პრობლემაა. მე არ მითქვამს, რომ ერთი-ერთზე ძალადობა კარგია, არ მითქვამს ჩხუბი, ვთქვი რომ ერთი-ერთზე არის ცხოვრებაში ყველაფერი, საუბარი, სიყვარული, ალბათ, არ იცით. არ მითქვამს არც ჩხუბი, არც გარჩევა. მე ვთქვი, რომ ვაჟკაცობა არ არის ძალადობაში, ჯგუფურ ძალადობაში. ვაჟკაცობა აღიარებაში და მონანიებაშია,"- განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ შეფასება გააკეთა: 

"მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე. არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობრივი... ძალადობა ადამიანებზე ეს არის მიუღებელი, ძალიან არაქართული და ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს," - განაცხადა პრეზიდენტმა.

დღის ამბები