18 ნოემბერი 2024,   01:55
ვრცლად
"სახელმწიფომ შექმნა ბერკეტი, რომ კერძო საკუთრება ხელყოს" - ზურაბ ჭიაბერაშვილი  ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონზე

მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონს დღეს უკვე მესამე მოსმენით განიხილავენ, საკითხს ოპოზიცია მაინც ეწინააღმდეგება.  გარდა ამისა, პასუხგაუცემელი კითხვები დარჩა ბიზნეს სექტორის ნაწილსაც. 

"ჩვენ ვხედავთ მთავრობის მხრიდან სადამსჯელო მექანიზმების გაძლიერებასა და ახალი ინსტრუმენტების შექმნას. რომელიც ერთადერთ რამეზეა მიმართულია, ეს გახლავთ ბიზნესის წნეხის ქვეშ შენარჩუნება. ამ კანონმდებლობას, "ქართული ოცნება" ფუთავს ისე, რომ თითქოს ზრუნავენ მომხმარებელზე. თუმცა, ამ ყველაფრის მიმართ მათი კერძო ინტერესი იმალება,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

"დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე აღნიშნავს, რომ არათუ წნეხი ძლიერდება ბიზნესზე, არამედ სახელმწიფომ შექმნა ბერკეტი იმისათვის, რომ კერძო საკუთრება ხელყოს.

"რეალურად, არათუ წნეხი ძლიერდება ბიზნესზე, არამედ სახელმწიფომ შექმნა ბერკეტი იმისათვის, რომ კერძო საკუთრება ხელყოს, სასამართლოს, როგორც დამოუკიდებლობის არბიტრის გადაწყვეტილების გარეშე. ეს აუარესებს საინვესტიციო გარემოს და ასევე, არსებულ კომპანიებსაც დიდ პრობლემას უქმნის,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე. 

ხელისუფლება კი დღესაც ამტკიცებს, რომ მიღწეულია შეთანხმება და ყველა მხარის ინტერესი გათვალისწინებულია. ცვლილებები საბოლოოდ დღეს კენჭისყრის შემდეგ აისახება.

დღის ამბები