ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონს დღეს უკვე მესამე მოსმენით განიხილავენ. ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კომუნიკაცია იყო ყველა მხარესთან: ბიზნესთან, დარგის სპეციალისტებთან, ექსპერტებთან და პოზიციები დაახლოებულია.
"შედგა დიალოგი, კომიტეტმა შეძლო და აწარმოა კომუნიკაცია ყველა მხარესთან, ბიზნესთან, დარგის სპეციალისტებთან, ექსპერტებთან, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციას მისცა შესაძლებლობა დაეფიქსირებინათ მათი მოსაზრებები. ეს არის კლასიკური მაგალითი საპარლამენტო მუშაობის და საპარალამენტო დემოკრატიული ცხოვრების. დაახლოებულია პოზიციები, შესაძლებელია გარკვეულ საკითხებში რჩება კვლავ განსხვავებული მიდგომა, თუმცა პრინციპი, რა ცვლილებაც ხორციელდება არის სწორი ჩვენი ქვეყნის ინტერესების და შესაბამისი მარეგულირებელი კომისიის ეფექტიანი საქმიანობისთვის," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.