18 ნოემბერი 2024,   01:44
ვრცლად
ყალბ ამბებს თქვენი მეზობელი ძალიან ხშირად იყენებს იმისთვის, რომ ადამიანებმა ვერ შეძლონ რეალობისა და მიზეზების დადგენა - ავსტრიის ელჩი არად ბენკო

დიპლომატები რუსეთის მიერ, საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტს აფასებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ყველა ჩართულ მხარეს თავშეკავებულობისაკენ მოუწოდებენ, რომ ეს დაძაბულობა მხარეებს შორის განიმუხტოს. 

დიპლომატებზე შეფასებები ყალბ ამბებზეც გააკეთეს. მათ აღნიშნეს, რომ ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიის მიზანი არის ის, რომ რეალობისგან განცდა დაიკარგოს. 

"ჩვენს სამყაროში ყალბი ამბები ძალიან დიდი დოზით ვრცელდება. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის ფაქტი, რომ საქართველო მტკიცედ თანამშრომლობს დასავლეთ სახელმწიფოებთან, ასევე, ნატოსთან და ევროკავშირთან. ეს ორგანიზაციები ეფუძნებიან ფაქტებს. 

მნიშვნელოვანია, საქართველომ გააგრძელოს განათლების მიღება, რადგან განათლებული ადამიანები ყალბი ამბების მახეში ვერ გაებმებიან. 

ყალბ ამბებს კი თქვენი მეზობელი ძალიან ხშირად იყენებს. მე დეტალები არ ვიცი, მაგრამ მხოლოდ ამისი თქმა შემიძლია - ყალბ ამბებს იყენებენ იმისთვის, რომ ადამიანებმა ვერ შეძლონ რეალობისა და მიზეზების დადგენა სიცრუეში," - აცხადებს ავსტრიის ელჩი არად ბენკო.

საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი კი აცხადებს, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან მოვლენებს და გმობენ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას. 

"ჩვენ ფრთხილად ვადევნებთ თვალს მოვლენებს. ევროკავშირმა გაავრცელა განცხადება მომხდართან დაკავშირებით, რასაც სრულად ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ. ცხადია, ყურადღებით ვარ. 
გადაადგილების თავისუფლების უფლება კიდევ ერთხელ იქნა დარღვეული. 
შეშფოთებული ვადევნებთ თვალს მოვლენებს, ევროპაში მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს გადაადგილების თავისუფლება, ეს ყველას უნდა შეეძლოს.

ჩვენ ვხედავთ, როგორიც არის სიტუაცია, მაგრამ უნდა მოვახერხოთ გადაადგილების პრობლემის მოგვარება, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები," - აღნიშნავს საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი.

ისრაელის ელჩმა რან გიდორმა ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა და ადგილზე არსებული ჰუმანიტარული კრიზისის გამო შეშფოთება გამოთქვა. 

"ისრაელი და საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებს ყველა მხარეს თავშეკავებისკენ. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ ადგილზე არსებული ჰუმანიტარული კრიზისით. ისრაელი ყოველთვის აფიქსირებდა და ახლაც ინარჩუნებს იმავე პოზიციას - ჩვენ ვხნობთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, იმედს ვიტოვებ, ეს სამწუხარო ინციდენტი გადაიჭრება იმ გზით რომ რეგიონში დაძაბულობა გაზრდის ნაცვლად, შემცირდება,"- აცხადებს ისრაელის ელჩი რან გიდორი.

დღის ამბები