18 ნოემბერი 2024,   01:54
ვრცლად
საქართველოს მთავრობა, რა თქმა უნდა, არ არის პრორუსული ხელისუფლება - ავსტრიის ელჩი

ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკო მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება პრორუსულია:

"არსებობს ძალიან კარგი ლათინური გამოთქმა, თუ დუმილს შეინარჩუნებ, იქნები ფილოსოფოსი. საქართველოს მთავრობა, რა თქმა უნდა, არ არის პრორუსული ხელისუფლება. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა კარგად ასრულებს სამუშაოს იმ ბალანსის შენარჩუნებით, რომელიც ერთი მხრივ, უკავშირდება ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების სურვილს, მეორე მხრივ, რეალური პოლიტიკით, რაც გამოწვეულია კორონავირუსითა და ოკუპირებული ტერიტორიებით," - განაცხადა  არად ბენკომ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ამჟამად კი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა "ინტერფაქს უკრაინასთან" განაცხადა, რომ საქართველოდან პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინის ინტერესებშია

დღის ამბები