ელექტრონული კომინაკაციების შესახებ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი დღეს მიიღებს. კანონმდებლებმა კანონპროექტს კენჭი უახლოეს პერიოდში უნდა უყარონ. სხდომას არ დაესწრება ოპოზიცია. ისინი მიიჩნევენ რომ ამ გადაწყვეტილებით იზღუდება ბიზნეს სექტორი და საინვესტიციო გარემო გაუარესდება.
"შეიძლება დადგეს საკითხი კიდევ ერთხელ საქართველოში ბიზნესსექტორის შევიწროებისა რუსული ინტერესების გასატარებლად. შეიძლება ანაკლიის პროექტთანაც გავავლოთ პარალელი," - განაცხადა რომან გოცირიძემ.
"ევროპული საქართველოს" წევრის გიგი წერეთელის თქმით, მსგავსი კანონების დაჩქარებული წესით მიღება აჩენს იმის განცხდას, რომ საარჩევნოდ ხდება მარეგულირებლების გაძლიერება და დამატებითი ბერკეტების ხელში აღება.
მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტში გარკვეული კორექტირება შევიდა ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ კანონპროექტის ამ სახით მიღება მაინც არ უნდა მოხდეს.
სახელმწიფო ინტერესებზე აპელირებს მმართველი გუნდი, რომან კაკულიას თქმით ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი რისკები, რომ მსგავს რეგულაციებს ფინანსური სექტორი არ დაეზიანებინა.
"ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტში შემოტანილია დროებითი მმართველის მექანიზმი, კანონპროექტში წერია, რომ კომისიას დროებითი მმართველის დანიშვნა შეუძლია, როდესაც ირღვევა ქვეყნის ეკონომიკური ინტერესები, მომხმარებლის ინტერესები და ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო.