რა გავლენას იქონიებს საქართველოზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებაზე და რა როლი აქვს სახელწიფოს მეზობელ ქვეყნებს შორის კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით - ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ ისაუბრა.
"ნებისმიერი დესტაბილიზაცია რეგიონში, ძალიან საყურადღებოა საქართველოსთვის და ჩვენს ინტერესებს ცალსახად არ შეესაბამება. მნიშვნელოვანია, რომ დეესკალაცია მაქსიმალურად მალე მოხდეს. საქართველოს უმაღლეს დონეზე აწარმოებს კონტაქტს ორივე ქვეყანასთან საკითხის მოგვარების კონტექსტში და ვიმედოვნებ, რომ ვითარება ძალიან მალე დასტაბილურდება.
რაც შეეხება მესამე ძალის ინტერესებს ამ კონფლიქტში - საკითხი, საკმაოდ სენსიტიურია, თუ ვინმე არის დესტაბილიზაციით დაინტერესებული ეს არის რუსეთის ფედერაცია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ,"- განაცხადა ლაშა დარსალიამ.