"ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატების ოფიციალურ წარდგენამდე, 3 დღით ადრე, "კურიერმა" გაარკვია, ვინ რომელ ოლქში იბრძოლებს გამარჯვებისთვის.
მმართველი პარტია ოცდაათივე ოლქში ცდის ძალებს, როგორც ჩანს, ფსონი ისევ ძველ სახეებზე იდება.
"კურიერის" მიერ გარკვეული ინფორმაციის თანახმად, მაჟორიტარულ ოლქებში ახალი სახეები არ იქნებიან.
"ქართული ოცნების" კანდიდატების სია მაჟორიტარულ ოლქებში ასეთია:
1. დიმიტრი ხუნდაძე- მცხეთა
2. დავით სონღულაშვილი- გურჯაანი
3. გოგი მეშველიანი - ბოლნისი
4. თორნიკე რიჟვაძე - ბათუმი
5. დავით სერგეენკო - საბურთალო
6. სოზარ სუბარი
ჩამოთვლილთაგან სიის ერთ-ერთი წევრი, დავით სონღულაშვილი "კურიერთან" ჯერჯერობით არ ადასტურებს ფაქტს იმის შესახებ, რომ ის მაჟორიტარად "ქართული ოცნების" მხრიდან გურჯაანში იქნება წარმოდგენილი. სონღულაშვილი აღნიშნავს, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილებას, მალე მმართველი პარტია თავად გაასაჯაროებს.