18 ნოემბერი 2024,   02:02
ვრცლად
"ბიოლოგიური მასალის მოპოვებისთვის დაგეგმილი სპეცოპერაცია" - საოკუპაციო რეჟიმის მორიგი ბრალდება ღამურებზე

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების დაკავების გარემოებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და საქართველოს ხელისუფლებას მორიგ ბრალდებებს უყენებს.

ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით დე ფაქტო უწყება აცხადებს, რომ მან ჩვენება მისცა და აღიარა საზღვრის განზრახ და მიზანმიმართულად გადაკვეთის ფაქტი, რაც შეეხება 3 ივლისს ხვიჩა მღებრიშვილის დაკავებას, ე,წ უწყება ამ ფაქტს "ბიოლოგიური მასალის მოპოვებისთვის დაგეგმილ სპეცოპერაციად" აფასებს და აქცენტს ისევ ღამურების მოპოვებაზე აკეთებს, რომლებიც მათი თქმით, ცხინვალის რეგიონში ბინადრობენ. საოკუპაციო რეჟიმი გავრცელებულ განცხადებაში ისევ აშშ-ის ინტერესებზე საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული ბიოლოგიური მასალით ლუგარის ცენტრია დაინტერესებული.

დღის ამბები