18 ნოემბერი 2024,   01:46
ვრცლად
პრემიერ-მინისტრობა კაბინეტში ჯდომა კი არ არის, დაეხმარეთ შემოსავლის გარეშე დარჩენილებს - გიორგი ვაშაძე რუსთავის გაჩერებულ ავტობაზრობაზე

"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძემ, რუსთავის ავტობაზრობაზე სპეციალური ბრიფინგი გამართა, საიდანაც მან ავტორეალიზატორების პრობლემებთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართა.

"რუსთავის ავტობაზრობა გაჩერებულია. ეს არის ბიზნესი, სადაც ბრუნვა 700 მილიონი დოლარი იყო. ბიზნესი, საიდანაც საქართველოში ათი ათასობით ოჯახი კონკრეტულ შემოსავალს ნახულობდა - გაჩერებულია. 

მინდა ქვეყნის პრემიერს მივმართო: ბატონო გახარია, პრემიერ-მინისტრობა კაბინეტში ჯდომა და იქიდან საუბარი კი არ არის, მოდით და ამ ადამიანებს დაეხმარეთ. თქვენ, თქვენი საარჩევნო მიზნებისთვის არ ხსნით საზღვრებს, ამოგვკეტეთ ქვეყანაში და ფაქტობრივად, შიმშილისთვის გაწირეთ მთელი საქართველო. 

2 მაისს, მე პირადად გამოგიგზავნეთ დოკუმენტი იმ ეპიდ-უსაფრთხოების სტანდარტების და იმ COVID პასპორტის, რომლითაც თქვენ შეგეძლოთ საზღვრების გახსნა, მაგრამ თქვენმა კონსულტანტებმა გითხრეს, რომ ამ ქვეყანაში მეტი არაფერი გაგიკეთებიათო და საზღვრები არ გახსნათ, რადგან COVID-ის თემა ისევ მთავარი თემა ყოფილიყო. ჯანმრთელობას ეკონომიკას აპირისპირებთ, ეს კი დანაშაულია. აქედან გამომდინარე, დღეს კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, არის 3 კონკრეტული მოთხოვნა, რომელზეც ადგილზე ახლა ხელმოწერები გროვდება:

1. 31 დეკემბრამდე გადავადდეს ავტომობილების გამბაჟების ვადა

2. 1 მაისის შემდეგ შემოსულ მანქანებზეც გავრცელდეს გამბაჟების გადავადება 

3. დაუყოვნებლივ დაიწყეთ იმ ქვეყნებთან საზღვრის გახსნაზე საუბარი, რომელზეც დამოკიდებული ავტომანქანების რეექსპორტი,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები