18 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
მაჟორიტარობაზე არ მიფიქრია, არჩევნებსა და საპარლამენტო სავარძლებს ნუ გადავაყოლებთ ამ ქვეყანას - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა ბათუმში ვიზიტისას, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გიორგი გახარიამ სხვა თემებთან ერთად, არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ, მისი ღირსეულად ჩატარება ყველას ინტერესებში უნდა შედიოდეს. 

 "ამ ქვეყანაში, გამოხატვის თავისუფლება არასოდეს არავის არ შეუზღუდავს. არჩევნების ღირსეულად ჩატარება, არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი პარტიის, ან საზოგადოების რაღაც ნაწილის მიზანი. ეს ყველას მიზანი უნდა იყოს. რადგან, არჩევნებით რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არ შეაფასებენ, არამედ ამით ქვეყნის შეფასება მოხდება. როდესაც თითქმის პროპორციული საარჩევნო სისტემა გვაქვს, ქვეყანას შეუძლია დემოკრატიის თვალსაზრისით შემდეგი ნაბიჯი გადადგას. ჩვენი ქვეყნის წინსვლა, ყველას ერთობლივი შედეგი უნდა იყოს. არჩევნებს და საპარლამენტო სავარძლებს ნუ გადავაყოლებთ ამ ქვეყანას," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. 

გიორგი გახაქრიამ ასევე აღნიშნა, რომ მისთვის არანაირი მნისვნელობა არ აქვს საარჩევნო სიის რომელი ნომერი იქნება. მანვე აღნიშნა, რომ მაჟორიტარობაზე არ უფიქრია. 

"მესმის რომ გარკვეული ინტერესი და ინტრიგა არის, მაგრამ უნდა დაველოდოთ მაჟორიტარების ზუსტ სიას. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სიის ნომრით რომელი ვიქნები. მაჟორიტარობაზე არ მიფიქრია,"- აცხადებს გიორგი გახარია 

დღის ამბები