გიორგი გახარიას განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებულ ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით, სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ამოქმედებულია. მისივე თქმით, საქმეში ჩართულია საერთაშორისო პარტნიორებიც.
"ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით, დღეს სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა არის ამოქმედებული. ასეთი შემთხვევა ცოტა ხნის წინ გვქონდა და ყველამ კარგად ნახა, რომ ესეც ის საკითხია, რომელსაც ზოგ შემთხვევაში სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რომ პროცესს ხელი არ შევუშალოთ. ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა რომ მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე და მისი სახლში დაბრუნება," - განაცხადა გიორგი გახარიამ.