18 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
"არჩევნებში ვართ, ზოგი პოლიტიკურ ზეწოლაზე ისაუბრებს, ზოგი მედიაზე ზეწოლაზე" - გიორგი გახარია ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებაზე

ოპოზიციური პარტიების განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ხელისუფლებამ პოლიტიკური მოტივით ბუტა რობაქიძის საქმე "გააცოცხლა", პრემიერ-მინისტრმა უპასუხა. გიორგი გახარიას თქმით, წინასაარჩევნო პერიოდის გამო, ზოგი პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს და ზოგი - მედიაზე:

"არ ვიცი დეტალურად რა გამოძიება იწყება, რა პოლიტიკური ზეწოლა ხალხო, თვითონ რაზეც შეუძლია იმაზე ისაუბროს, არჩევნებში ვართ, ზოგი პოლიტიკურ ზეწოლაზე ისაუბრებს, ზოგი მედიაზე ზეწოლაზე, მაგრამ არსებობს გარემო, როდესაც ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არავის შეუზღუდავს, საუბრობთ ღიად ყველასთან ყველაფერზე. არჩევნების ღირსეულად ჩატარება არ არის მხოლოდ ერთი პარტიის ან საზოგადოების რაღაც ნაწილის მიზანი, ყველა ჩვენგანის მიზანი უნდა იყოს. არჩევნებით შეაფასებენ რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არა, ქვეყანას და ჩვენ ყველანი ვხვდებით, რომ როდესაც გვაქვს თითქმის პროპორციული სისტემა, საპარლამენტო დემოკრატია, ამ ქვეყანას შეუძლია, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით შემდგომი ნაბიჯი გადადგას, ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. ამ არჩევნებს და საპარლამენტო სავარძლებს ნუ გადავაყოლებთ ამ ქვეყანას," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით 22 ივლისს ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

დღის ამბები