18 ნოემბერი 2024,   02:04
ვრცლად
"კურიერმა" იმ სავარაუდო კანდიდატების ვინაობა გაარკვია რომლებიც "ქართული ოცნებიდან" აჭარის სამ ოლქში იყრიან კენჭს

ორშაბათს "ქართული ოცნება" 30 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატებს ოფიციალურად წარადგენს. მანამდე კი "კურიერმა" გაარკვია, ვინ რომელ ოლქში იბრძოლებს გამარჯვებისთვის. ფსონი ისევ ძველ სახეებზე დაიდება. "კურიერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მაჟორიტარულ ოლქებში ახალი სახეები არ იქნებიან. მაგალითად, აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება დავით სერგეენკო, - ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი საბურთალოს ოლქში წარდგება.

"კურიერმა" იმ სავარაუდო კანდიდატების ვინაობა გაარკვია, რომლებიც აჭარის სამ ოლქში იქნებიან:

ბათუმში - რესან კონცელიძე 

ქობულეთში - ზაალ მიქელაძე 

ხულოში - ანზორ ბოლქვაძე 

"ჩემი კანდიდატურა განიხილება მაჟორიტარობის კანდიდატობის ადგილზე "ქართული ოცნებიდან", ხოლო ოფიციალური წარდგენა, როგორც ვიცი ორშაბათს იგეგმება. რა საბოლოო გადაწყეწტილებას მიიღებს პოლიტსაბჭო ჯერ ინფორმაცია ამაზე არ მაქვს," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია კი, აცხადებს, რომ ის სენაკში არ იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი. 

"სენაკში არ ვიქნები. ვიქნები იქ, სადაც გუნდს დავჭირდები," - აცხადებს ირაკლი ბერაია. 

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი კი აღნიშნავს, რომ პარტია "ქართული ოცნება" ახალ სახეებს აუცილებლად წარადგენს. 

"ქართული ოცნება" თავისი საკადრო რესურსით ძალიან მდიდარია. საარჩევნო სიაში ახალი სახეები აუცილებლად იქნება," - ამბობს მაია ცქიტიშვილი. 

დღის ამბები