საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტოსურათი მიხეილ სააკაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.
მერაბიშვილთან ერთად ფოტოზე ჩანან ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თბილისის ყოფილი ვიცე-მერი გიორგი ცხაკაია, ყოფილი დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი, თბილისის ყოფილი პროკურორი დავით საყვარელიძე, უკრაინაში ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პირველ მოადგილე გიზო უგულავა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელები ლიზა იასკო, ასევე დიმიტრი გორდონი და ალესია ბაცმანი.