დასავლეთ საქართველოში თავდაცვის სამინისტრო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ატარებს.
ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისში, III ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდა, სადაც ათას ჯარისკაცზე გათვლილი ახალი, თანამედროვე სტანდარტების სასადილო შენდება.
ახალი სასადილო პროდუქტების დასამუშავებელი საამქროებითა და სასაწყობე მეურნეობით იქნება აღჭურვილი. სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს VI საარტილერიო ბრიგადასა და გენერალ კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმშიც.