საქართველოს პრემიერ-მინისტრი შვილთან ერთად ახლადგახსნილ დენდროლოგიურ პარკში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია გიორგი გახარიას ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
"დღეს ანნამ და მე ერთად დავათვალიერეთ, უნიკალური პარკია!" - წერს გიორგი გახარია.
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი 60 ჰექტარზეა გაშენებული და ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს