ამერიკის ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში "ბათუმელებთან" ინტერვიუში ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი შეაფასა და აღნიშნა, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას.
"ექვსი თვეა ვიმყოფები საქართველოში და შემიძლია შევაფასო დემოკრატია, როგორც საკმაოდ სიცოცხლისუნარიანი, ცოცხალი, თავისი დათმობებით, კომპრომისით. ეს ასეც უნდა იყოს, ეს დამახასიათებელია ჯანსაღი დემოკრატიისთვის. სწორედ ამიტომ არის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ასე მნიშვნელოვანი და შემდეგ, ერთ წელიწადში – ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. საქართველო ავითარებს კონტროლისა და ბალანსის სისტემას, რაც საშუალებას მისცემს ხალხს გამოხატოს თავისი მოსაზრება – მიდის თუ არა დემოკრატიული განვითარება სწორი გზით, თუ არსებობს პრობლემები.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ პროცესში, ჩვენ მხარს ვუჭერთ, ვეხმარებით საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. ეს თავის მხრივ იმას უწყობს ხელს, რომ ამომრჩეველმა აირჩიოს ის, ვინც უკეთ წარმოადგენს მას და მის საჭიროებებს," - აღნიშნა კელი დეგნანმა.