ევროკავშირის ლიდერებმა კორონავირუსისგან დაზარალებული ეკონომიკის დახმარების გეგმაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მოლაპარაკების მეორე დღე უშედეგოდ დასრულდა და დისკუსია დღეს განახლდება. ბრიუსელის სამიტზე ინიცირებული გეგმა ეკონომიკაში ასობით მილიარდი ევროს მობილიზებას ითვალისწინებს.
მხარეებს შორის შეუთანხმებლობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სტიმულირების მასშტაბური ფონდის შექმნის გეგმას, რომელიც კორონავირუსული ინფექციისგან დაზარალებული წევრი ქვეყნების ეკონომიკის გამოცოცხლებას ისახავს მიზნად.
კორონავირუსული პანდემიის გამო, ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ეკონომიკური შოკის წინაშეა.