04 მაისი 2024,   22:13
ვრცლად
რვა წელი რასაც ვაშენებდით ეს არის დემოკრატიული ინსტიტუტები, შემდეგ 4 წელიწადში ეს ყველაფერი უნდა გამტკიცდეს - სოზარ სუბარი

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს " სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი აღნიშნავს, რომ ერთად შეკრული გუნდი წარმატების საწინდარია.

"რვა წელი რასაც ვაშენებდით, ეს არის დემოკრატიული ინსტიტუტები, თუ ეს არის ქვეყნის კეთილდღეობა. შემდეგ 4 წელიწადში ეს ყველაფერი უნდა გამტკიცდეს. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ერთად შეკრული გუნდი. "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს არჩევნებში, ამაში დარწმუნებული ვარ,"- სოზარ სუბარი.

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს " ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი აღნიშნავს, რომ მას საკმაოდ ინტენსიური წინასაარჩევნო კამპანია ექნება.

"ჩემს ოპონენტებს შევთავაზებ ინტენსიურ საარჩევნო კამპანიას. მე არ მჩვევია მშვიდი საარჩევნო კამპანია. "ქართული ოცნების" და ჩემი ზუგდიდელების მხარდაჭერით, მე ამ გამარჯვებას მივაღწევ,"- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 

დღის ამბები