18 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილს სჯერა, რომ ხალხი მიიღებს "ბრძნულ გადაწყვეტილებას ბნელ წარსულსა და განვითარებას შორის"

მმართველი გუნდის 30-ვე კანდიდატი ცნობილია, "ქართული ოცნება" ფსონს ისევ ძველ სახეებზე დებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებს კარგად აქვს პასუხისმგებლობა გააზრებული.

"მათ კარგად აქვთ გააზრებული პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრებათ ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე და მჯერა, რომ ჩვენი მოსახლეობა ჩვენი ხალხი კიდევ ერთხელ ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს და არჩევანს გააკეთებს მშვიდობას, სტაბილურობას, განვითარებასა და იმ ბნელ წარსულს შორის, რომელიც 2012 წლამდე იდგა საქართველოში, კერძოდ, ძალადობა, ადამიანების ჩაგვრა, მკვლელობები, ომი და ტერიტორიების დაკარგვა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა საყვარელმა ხალხმა გამოსცადა,"- განაცხადა ირაკლი ღაბრიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარების სია წარადგინა.

დღის ამბები