04 მაისი 2024,   20:02
ვრცლად
დღეს დავასახელეთ 30 წარმატებული ადამიანი და თითოეული მათგანი არის ღირსეული - მამუკა მდინარაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" საოზგადოებას 30 წარმატებული ადამიანის სია წარუდგინა, საიდანაც მათ ღირსეული არჩევნის გაკეთება შეუძლიათ.

"ჩვენ დღეს დავასახელეთ 30 წარმატებული ადამიანი და თითოეული მათგანი, შეგიძლიათ გადახედოთ, არის ღირსეული ადამიანი და ისინი საპარლამენტო ცხოვრებას კიდევ უფრო გააუმჯობესებენ.

არიან ისეთებიც, რომლებიც 2012 წლიდან მოყვებიან „ქართულ ოცნებას“, გუნდის ღირსეული, ძველი წევრები, მძიმეწონიანი პოლიტიკოსები არიან და ამ კანდიდატების სინთეზი მიდის იქით, რომ ჩვენ გათვლა გვაქვს გამოცდილებაზე, პროფესიონალიზმზე, კომპეტენციაზე, რაც უნდა გამოადგეს საქართველოს პარლამენტს,"- განაცხადა მამუკა მდინარაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარების სია წარადგინა.

დღის ამბები