"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" შეუძლია ქვეყნის ღირსეულად მართვა.
"ქართული ოცნება" არის ის გუნდი, რომელსაც ძალუძს ჩვენი ქვეყნის, მათ შორის იმ რეგიონის მოსახლეობაზე ზრუნვა, რომელი რეგიონიდანაც მე ვიყრი კენჭს. ჩემთვის დიდი პატივი და დამატებითი პასუხისმგებლობაც არის ის, რომ ვიყო გორის და კასპის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში. მე ჩემი 2 წლიანი საქმიანობის განმავლობაში, როდესაც ვემსახურებოდი რეგიონს და ჩემს რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, ზუსტად ვიცი და შევისწავლე ის საჭიროებები, რაც ჩვენი ხალხისთვის არის, დღის წესრიგში დგას და ამჯერად უკვე საკანონმდებლო ორგანოდან გავაგრძელებ რეგიონზე მუშაობას," - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარების სია დღეს წარადგინა.